თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
წინამდებარე თანხმობით უფლებას ვანიჭებ სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 (რომელიც ოპერირებს ზემოაღნიშნული ბრენდების სახელით: და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილ პირებს, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ტელეფონის (მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერზე SMS-ების მიღების გზით), ელექტრონული ფოსტის, ასევე, სხვა ელექტრონული საშუალებებით (მათ შორის, მობილური აპლიკაციების მეშვეობით) მომეწოდოს ინფორმაცია არსებული სიახლეების, პროდუქტებისა და შეთავაზებების, ფასდაკლებების, აქციების ან ახალი წამოწყების ხოლო ლოიალობის ბარათის ფლობის შემთხვევაში ჩემზე მორგებული/ინდივიდუალური სარეკლამო შეტყობინებების თაობაზე.
ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ დამუშავდება ის პერსონალური მონაცემები, რაც მოწოდებულია ჩემს მიერ და რაც მოიცავს შემდეგს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ჩემი, როგორც მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობები/ოპერაციები. ,
ამასთან, ვაცხადებ, რომ ინფორმირებული ვარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული ჩემი უფლებების (მათ შორის ინფორმაციის მოთხოვნის, გაცნობის, ასლების მიღების, გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების, გასაჩივრების) თაობაზე რომელთა რეალიზაცია შემიძლია ქვემოთ მითითებული ფორმით, მათ შორის, ვაცნობიერებ, რომ მე მაქვს უფლება ნებისმიერ დროს უარი ვთქვა ჩემი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის ან/ და პროფაილინგის მეშვეობით დამუშავებაზე სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ ოფიციალურ ელ ფოსტაზე: info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნით , ასევე თითოეული SMS შეტყობინების მიღებაზე უარის თქმისთვის გამოვიყენო SMS OFF-ის ფუნქცია, რომელიც უფასოა;