დასაქმებულის თანხმობა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე
ეს თანხმობის ფორმა ასახავს სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვლის ქ. #2 ელ.ფოსტა: info@nikoratrade.ge ტელეფონი: (+99532)2303333 (შემდგომში „დამსაქმებელი“ ან/და „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“ - პირი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) მიერ თქვენი, როგორც დასაქმებული პირის, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, დასაქმებულის თანამდებობა/პოზიცია) დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის ფორმით - ტელეფონის (მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერზე SMS-ების მიღების გზით) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მათ შორის და არა მხოლოდ სიახლეების, პროდუქტების, შეთავაზების, მათ შორის ვაკანსიის შეთავაზების, წამოწყების, იდეიის, ინტერესის ფორმირების შესახებ და ა.შ ) და მარკეტინგული კომუნიკაციის მიწოდების მიზნით მხოლოდ თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში.
დამსაქმებელმა შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში თქვენი/დასაქმებულის პერსონალური მონაცემები გაუზიაროს უფლებამოსილ/სერვისის მომწოდებელ პირებს მხოლოდ სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში იმ მოცულობითა და ოდენობით რაც საჭიროა შეტყობინებების გამოგზავნის უზრუნველყოფისათვის.
პერსონალურ მონაცემთა შენახვას დამსაქმებელი უზრუნველყოფს იქამდე, სანამ საჭიროა ამ ფორმაში ასახული მიზნების შესასრულებლად ან კანონით არის მოთხოვნილი.
ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნული თანხმობის გამოთხოვა/გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იმავე ფორმითა და არხით რომლითაც მიიღებთ შეტყობინებას ან/და ზემოაღნიშნულ სს ნიკორა ტრეიდის საკონტაქტო ტელეფონზე დარეკვის ან მითითებულ ელ ფოსტაზე წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის გზით. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 7 (შვიდი) დღის ვადაში შეწყვეტს თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის ფორმით მითითებული მიზნებისათვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, თქვენ გაქვთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით: ინფორმირების, გაცნობის, ასლების მიღების, გასწორების, განახლების, შევსებს, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების, გასაჩივრების უფლებები.
ამ თანხმობის ფორმაზე ხელმოწერით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ აქ მოცემული პირობები და ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სს „ნიკორა ტრეიდის“ მიერ დამუშავებას აქ მოცემული პირობების შესაბამისად.